22-ე ბატალიონმა საჩვენებელი სწავლება გამართა
22-ე ბატალიონმა საჩვენებელი სწავლება გამართა

22-ე ბატალიონმა GDRP-ის შემდგომ შენარჩუნების ფაზაში ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ლეიტენანტ შ. ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოში“ გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჩვენებელ სწავლებას, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო.

ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებაში მონაწილეობას ალფა ასეულთან ერთად ტანკსაწინააღმდეგო, ჯაველინის ჯგუფები, ჰაერსაწინააღმდეგო, სატანკო და საინჟინრო ქვედანაყოფები იღებდნენ. ასეულს მხარს საარტილერიო ბატალიონი 152 მმ დანა ბატარეა, 82 მმ ნაღმმტყორცნთა ჯგუფი და სატანკო ოცეული უჭერდა.

სწავლების მთავარი ამოცანა ქვედანაყოფის ცოდნის ამაღლება და სხვა ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებას და კომბინირებულ მოქმედებების წარმოებას გულისხმობდა.

დატოვე კომენტარი