22-26 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი
22-26 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი

22 მარტს დღის ბოლოდან 26 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან – ძლიერი. ინფორმაციას ამინდის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. 24-25 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი ზრდა, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნა, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.