2100 წლისთვის ზღვის დონემ შესაძლოა ორი მეტრით მოიმატოს
2100 წლისთვის ზღვის დონემ შესაძლოა ორი მეტრით მოიმატოს

2100 წლისთვის ზღვის დონემ შესაძლოა ორი მეტრით მოიმატოს. ახალი კვლევა ბრიტანეთის ბრისტოლის უნივერსიტეტის ბაზაზე, მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა და ყინულის საფარის ექსპერტებმა ერთობლივად ჩაატარეს.

კვლევის თანახმად, ზღვის დონის ორი მეტრით მატება 180 მილიონზე მეტი ადამიანის იძულებით გადაადგილებას გამოიწვევს და 1.79 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა დაიკარგება.

„ევრონიუსი“ წერს, რომ სანაპირო ზოლების გამაგრების ძლიერი სტრატეგიების გარეშე, ზღვის დონის მსგავსი მასშტაბით მატება ლონდონის ნაწილს წყლის ქვეშ მოაქცევს, ნიდერლანდების ჩრდილოეთ სანაპიროს სერიოზულად დააზიანებს, ვენეციას კი,  ჩაძირავს.

კვლევის მიხედვით, ზღვის დონის ორი მეტრით აწევა სამხრეთ ფლორიდის დიდ ნაწილს გააქრობს და კატასტროფა იქნება კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებისთვის.

2013 წელს, კლიმატური ცვლილებების საერთაშორისო პანელმა 2100 წლისთვის ზღვის დონის აწევა 52 სანტიმეტრიდან 98 სანტიმეტრამდე ივარაუდა.