21-წლამდელთა ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდება, 19-წლამდელთა - მონტენეგროს #1TVSPORT
25 მარტს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები თურქულ შეკრებაზე მეორე მატჩს გამართავს, სადაც ალეკსანდრ კოლაროვის გაწვრთნილ სერბეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
პირველ ტესტმატჩში ახალგაზრდულმა, ჩვენი გუნდის მსგავსად, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფინეთი უხვგოლიან დაპირისპირებაში 4:2 დაამარცხა. გოლები საბა ხვადაგიანმა, საბა მამაცაშვილმა, ოთო და გიზი მამაგეიშვილებმა გაიტანეს.
საქართველოსა და სერბეთის შეხვედრა 25 მარტს ანტალიაში 17:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ.
***
ელიტრაუნდში კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გადამწყვეტ შეხვედრას მონტენეგროსთან გამართავს. ორი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი 3 ქულით მესამე ადგილზეა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. საქართველო – მონტენეგროს შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას „პირველი არხი სპორტი“ 18:50 საათიდან შემოგთავაზებთ.
ევრო 2025 U19. ელიტ რაუნდი
18:50. ფეხბურთი. საქართველო – მონტენეგრო