21-წლამდელთა ნაკრები | რამაზ სვანაძემ ინგლისიდან ჩუბინიძე და „დინამოდან“ უმცროსი კვარაცხელია გამოიძახა #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შემოდგომის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა და საინტერესო ცვლილებები განახორციელა.
გუნდში 23 ფეხბურთელია გამოძახებული. გუნდის კაპიტანი – გაბრიელ სიგუა და შემტევი, ანდრია ბართიშვილი ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან. ახალგაზრდულს ორი დებიუტანტი ჰყავს – გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია.
21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს 26 სექტემბერს, შინ, საბერძნეთთან მატჩით განაახლებს. 1 და 6 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას და გერმანიას სტუმრად დაუპირისპირდება.
26 სექტემბერი
საქართველო V საბერძნეთი | მიხეილ მესხი | 19:00
1 ოქტომბერი
ჩრ. ირლანდია V საქართველო | შოუგრაუნდსი – ბალიმენა | 20:00
6 ოქტომბერი
გერმანია V საქართველო | შიუკო არენა – ბილეფელდი | 22:45
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია).
მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიეტუვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), მუხრან ბაგრატიონი (კაპფენბერგი, ავსტრია), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი), საბა ხარებაშვილი (ბაშაქშეჰირი, თურქეთი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (გაგრა), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ალეკო ბასილაძე (სლოვან ლიბერეცი, ჩეხეთი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (ნიუკასლ იუნაიტედი).