21 სექტემბერს თბილისში ჯგუფის THE TIGER LILLIES კონცერტი გაიმართება
21 სექტემბერს თბილისში ჯგუფის THE TIGER LILLIES კონცერტი გაიმართება

თბილისში, ევროპის მოედანზე 21 სექტემბერს ჯგუფის THE TIGER LILLIES კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ადმინისტრაცია ავრცელებს. ღონისძიება პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში გაიმართება.

ერთი დღით ადრე კი, 20 სექტემბერს ჯგუფი The Tiger Lillies თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს „ედგარ ალან პოს მოჯადოებული სასახლეს“ ითამაშებს.

The Tiger Lillies სამწევრიანი ჯგუფია. მათი მუსიკა საოპერო ჟანრის, ბოშური სიმღერებისა და პარიზის მარცხენა სანაპიროს ნაზავია. ჯგუფი 1989 წელს შეიქმნა.

კონცერტი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.