21 ქულა - შენგელია ისევ საუკეთესოა, ვირტუსმა მილანთან მესამედ წააგო #1TVSPORT
21 ქულა - შენგელია ისევ საუკეთესოა, ვირტუსმა მილანთან მესამედ წააგო #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მეოთხე შეხვედრა გამართეს თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ და „მილანმა“. მატჩი იტალიის ჩრდილოურ დედაქალაქში გაიმართა და მილანელთა გამარჯვებით დასრულდა – 77:62.

„ვირტუსი“ მეტოქეს სერიაში 1:3 ჩამორჩა და ჩემპიონობამდე გზა დაიგრძელა – ოქროს მედლამდე სამი მოგება სჭირდება, მაშინ, როცა „მილანს“ სანუკვარ მიზნამდე ერთი გამარჯვებაღა აშორებს.

ისევე როგორც წინა მატჩში ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა. მან 30 წუთში 21 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. 12-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკეს გარდა 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ერთი ბოლონიელი ასცდა, მამადუ ჟაიტე, რომელმაც 12 ქულა ჩააგდო.

სერიის მეხუთე მატჩი ბოლონიაში 16 ივნისს გაიმართება.