21 ნოემბრიდან ირანში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდება
21 ნოემბრიდან ირანში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

21 ნოემბრიდან ირანში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზდენტმა, ჰასან რუჰანიმ განაცხადა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ე.წ მესამე დონის შეზღუდვები ქვეყნის დედაქლაქ თეირანსა და წითელ ზონად გამოცხადებულ კიდევ 100 ქალაქში დაწესდება.

ამ ზონებში ისეთი ბიზნესი და სერვისები დაიხურება, რომელთა ფუნქციონირება აუცილებელი არ არის, ასევე შეიზღუდება ქალაქებს შორის გადაადგილება.

რაც შეეხება ყვითელ ზონებს, ამ რეგიონებში მცხოვრებლებს სამსახურში სიარულის უფლება ექნებათ. ყვითელ და წითელ ზონებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“-ის 749 525 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 41 034 ადამიანი.

დატოვე კომენტარი