21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.
2026 წელს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება სლოგანით — „ერთად მარტოობის წინააღმდეგ“, რაც ხაზს უსვამს მხარდაჭერის, სოლიდარობისა და ჩართულობის მნიშვნელობას.
21 მარტი დაუნის სიმდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა და მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, თანასწორობის ხელშეწყობას და ინკლუზიური საზოგადოების მნიშვნელობის ხაზგასმას.