21 მარტიდან მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ
21 მარტიდან მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ

21 მარტიდან მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

საუბარია თბილისი-ოზურგეთის, ოზურგეთი-თბილისის, თბილისი-ქუთაისის, ქუთაისი-თბილისის, თბილისი-ზუგდიდის, ზუგდიდი-თბილისის, თბილისი-ბათუმის, ბათუმი-თბილისის, თბილისი-ფოთის და ფოთი-თბილისის მიმართულებებზე.

„ძვირფასო მგზავრებო, 21 მარტიდან მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით – ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.