21 აპრილს, პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ლევან ზაზაძისთვის 12-დღიანი პატიმრობის შეფარდებას სასამართლოში შეხლა-შემოხლა მოჰყვა

16:08, 23.04.2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაკავებულ ლევან ზაზაძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში პროტესტი მოჰყვა.

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და დარბაზში მყოფ პირებს შორის დაპირისპირებისას ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა.

 

მსგავსი