21-24 აპრილს, ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა აიკრძალება
21-24 აპრილს, ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა აიკრძალება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 21, 22, 23 და 24 აპრილს, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ყოველდღე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გვირაბში თავისუფალი იქნება.

„დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი