24 ივნისიდან პირველ ივლისამდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 38 გრადუსს გადააჭარბოს
24 ივნისიდან პირველ ივლისამდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 38 გრადუსს გადააჭარბოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 33, 38, მთიან რეგიონებში 31, 36 გრადუსი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 ივნისიდან პირველ ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს.

სინოპტიკოსების განცხადებით, მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

დატოვე კომენტარი