სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტი 21-23 იანვარს შედგება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს 21-23 იანვარს ეწვევა, – ამის შესახებ პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ვიზიტის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ინაუგურაციის შემდეგ ეს იქნება ზურაბიშვილის პირველი საერთაშორისო ვიზიტი.