2026 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში ექსპორტირებულია 2.3 მილიონი აშშ დოლარის მზა საწებლები, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 6%-ით აღემატება

13:27, 18.09.2026

2026 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში ექსპორტირებულია 2.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (911 ტონა) მზა საწებლები, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 6%-ით (131 ათასი აშშ დოლარი) აღემატება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობთ, ყოველწლიურად მზარდია მზა საწებლების (ძირითადად აჯიკა, პომიდვრის, ტყემლისა და ბროწეულის საწებლები და სოუსები) ექსპორტის ღირებულება.

„მზა საწებლების საექსპორტო ფასი 23%-ით გაიზარდა აგვისტოს თვეში და 2.49 $/კგ დაფიქსირდა. მზა საწებლების საექსპორტო ბაზრები მრავალფეროვანია, მიმდინარე 2026 წლის მონაცემების მიხედვით, მზა საწებლები ძირითადად ექსპორტირებულია რუსეთში (324 ტონა), აშშ-ში (159 ტონა), ევროკავშირის ქვეყნებში (139 ტონა), ისრაელში (116 ტონა), აზერბაიჯანში (114 ტონა) და სხვა“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი