2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში ზამთრის პერიოდში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ხელშეწყობის ღონისძიებებზე ოთხი მილიონი ლარი მიემართება
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში ზამთრის პერიოდში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ხელშეწყობის ღონისძიებებზე ოთხი მილიონი ლარი მიემართება

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილია 132,9 მილიონი ლარი, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოყოფილი თანხა გათვალისწინებულია, მათ შორის: საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირება – 70,0 მლნ ლარი; სკოლების მცირე რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 43,0 მლნ ლარი; ზამთრის პერიოდში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ხელშეწყობის ღონისძიებები – ოთხი მილიონი ლარი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია, რომლის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური ოდენობა 36,3 მილიარდი ლარია. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მომავალ წელს, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს.