2026-27 წლების სეზონში ინგლისს ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი ეყოლება #1TVSPORT
2026-27 წლების სეზონში ინგლისს ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი ეყოლება #1TVSPORT

ინგლისმა მოიპოვა უფლება ხუთი გუნდი წარმოადგინოს ჩემპიონთა ლიგის 2026-27 წლების სეზონში.

მას შემდეგ, რაც მეოთხედფინალის პირველ მატჩში „არსენალმა“ „სპორტინგი“ დაამარცხა, ინგლისის პრემიერლიგამ გაინაღდა დამატებითი გუნდის მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში.

ტრადიციულად, უეფა ტურნირში დამატებით ადგილს აძლევს ორ ქვეყანას, რომელიც სეზონის შედეგების მიხედვით სამივე ევროტურნირზე ყველაზე მეტ სარეიტინგო ქულას მოიპოვებს. ინგლისმა 25.013 ქულა დააგროვა და არცერთ შემთხვევაში არ დაქვეითდება მეორე ადგილზე ქვემოთ. ამჟამად მეორე ადგილზეა ესპანეთი (20,281), მესამეზე – გერმანია (19,714).

დღეისთვის პრემიერლიგის ტოპხუთეულში არიან „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ასტონ ვილა“ და „ლივერპული“.