2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შესაძლოა სპორტულ სახეობებს ბრეიკდანსი დაემატოს
ცეკვის სახეობა ბრეიკდანსი შესაძლოა მალე ოლიმპიური სპორტის სახეობა გახდეს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ამის შესახებ მსჯელობა უკვე დაიწყო.
გაზეთ ვაშინგტონ პოსტის (Washington Post) ინფორმაციით, ბრეიკდანსთან ერთად შესაძლოა მომავალ ოლიმპიადებზე კიდევ რამდენიმე ახალი სპორტის სახეობა ვიხილოთ. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაცია მეკლდეურობაზე, სერფინგზე და სკეიტბორდინგზე გასცა.
სიახლეები მოსალოდნელია 2024 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც პარიზში შედგება.