2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე სერფინგის შეჯიბრი გაიმართება კუნძულ ტაიტიზე, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქიდან 15 700 კილომეტრის მოშორებით, წყნარ ოკეანეში მდებარეობს. ეს ნაბიჯი ჯერ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა დააკმაყოფილოს და, თუ ასე მოხდა, სპორტის ამ სახეობის ოლიმპიელები საფრანგეთის კოლონიის პატარა დასახლება ტეაჰუპოოში ჩავლენ.
ტაიტისთან ერთად სერფინგის შეჯიბრებისთვის განიხილებოდა ასევე სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთისა და ბრეტანის სანაპიროები.
სერფინგის დებიუტი ოლიმპიურ თამაშებზე 2020 წელს, ტოკიოში შედგება.