2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთი უმასპინძლებს

17:40, 15.11.2017

დღეს, ლონდონში გამართულ მსოფლიო რაგბის ანსამბლეაზე 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის ვინაობა გაირკვა – ეს პატივი საფრანგეთს ერგო, რომელმაც კენჭისყრაზე იტალიას, სამხრეთ აფრიკასა და ირლანდიას აჯობა.

საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატს დამოუკიდებლად მეორედ უმასპინძლებს: პირველად ამ ქვეყანამ 2007 წლის ტურნირი მიიღო, 1991 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის 5 ქვეყანაში გაიმართა (საფრანგეთი, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ირლანდია).

მანამდე კი, რიგით მე-9 ჩემპიონატი 2019 წელს იაპონიაში გაიმართება.

 

 

მსგავსი