2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის თილისმა - ყინულის პანდა
2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის თილისმა - ყინულის პანდა

2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა წარმოადგინა მომავალი სპორტული ფორუმის ოფიციალური თილისმა. ეს არის პანდა სახელად ბინ დვენ დვენი.

როგორც ოლიმპიადის პრესსამსახური წერს, ამ პანდას აცვია კოსტუმი ყინულისგან, აგრეთვე გული აქვს ოქროსი და ერთნაირი სიყვარული აქვს სპორტის ყველა სახეობის მიმართ.

„პანდა მზად არის გააზიაროს ოლიმპიური სული მთელს მსოფლიოში“, – წერია საორგანიზაციო კომიტეტის „ტვიტერზე“.

ზამთრის ოლიმპიადა 2022 წელს პეკინში გაიმართება – 4-20 თებერვალს. პეკინი პირველი ქალაქია, რომელსაც მიუღია როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის თამაშები.