2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება

ფიფა-მ ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჩატარების თარიღი გამოაცხადა. ტურნირი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

ზაფხულობით ყატარში ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ მატჩები სტადიონებზე ჰაერის აქტიური ცირკულაციის პირობებში ჩატარდებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, ჩემპიონატის ზამთარში გადატანა არჩიეს. ასე რომ, ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში გრაფიკის შეცვლა მოუწევთ, რათა მსოფლიოს პირველობისთვის ერთი თვე გამოათავისუფლონ.

შეგახსენებთ, რომ ყატარში 32-გუნდიანი ტურნირი ბოლოჯერ გაიმართება. 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე 48 ნაკრები ითამაშებს.