2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავტოავარიების შედეგად 94 ადამიანი დაიღუპა
2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავტოავარიების შედეგად 94 ადამიანი დაიღუპა

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1 247 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათ შორის 43 სიმთვრალით იყო გამოწვეული. დაიღუპა 94, ხოლო დაშავდა 1613 ადამიანი. ინფორმაციას საქსტატი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მთელი პირველი კვარტლის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო, 21:00 საათიდან 05.00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება შეზღუდული იყო.

გასული წლის იგივე პერიოდში საქართველოში 1 236 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 1 610 ადამიანი დაზარალდა, ხოლო 134 დაიღუპა.

დატოვე კომენტარი