2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ვაჭრობის შედეგად სახელმწიფოს მიერ აუქციონზე გატანილი ქონების საპრივატიზებო თანხამ 281,732,500 ლარი შეადგინა
2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ვაჭრობის შედეგად სახელმწიფოს მიერ აუქციონზე გატანილი ქონების საპრივატიზებო თანხამ 281,732,500 ლარი შეადგინა

2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით სახელმწიფომ საპრივატიზაციოდ აუქციონზე 486,658,050 ლარის საწყისი ღირებულების ქონება გამოიტანა. აქედან აუქციონი წარმატებით დასრულდა 198,367,650 ლარის ქონებაზე.

ვაჭრობის შედეგად საპრივატიზებო თანხამ 281,732,500 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წლის ნოემბრიდან დაიწყო. მიზანი ერთი მხრივ, ეკონომიკის გაჯანსაღება, მეორე მხრივ კი ადგილობრივი ბაზარზე ინვესტირები პროცესის წახალისებაა.