2021 წლის ნოემბერში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 288.8 პროცენტით გაიზარდა
2021 წლის ნოემბერში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 288.8 პროცენტით გაიზარდა

2021 წლის ნოემბერში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 288.8 პროცენტით გაიზარდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში საქართველოში 180 963 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. 73 პროცენტით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის ნოემბერში. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ ნოემბერში 151 367 შეადგინა, რაც 2020 წლის ნოემბერთან შედარებით 283.2 პროცენტით მეტია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55.3 პროცენტით ნაკლები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, ტურისტული ვიზიტების აღდგენა 11 თვის განმავლობაში ეტაპობრივად იზრდება. 2019 წელთან შედარებით კი კლების პროცენტი ყოველთვიურად მცირდება: იანვარში -90.4%; თებერვალი -85.5%; მარტი -84.4%; აპრილი -78.2%; მაისი -77.3%; ივნისი -71.7%; ივლისი -62.6%; აგვისტო -67.2%; სექტემბერი – 61.1%; ოქტომბერში -57%; ხოლო ნოემბერში 553.%-ს შეადგენდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, ნოემბერში ვიზიტორთა თითქმის ნახევარი – 87 369 სახმელეთო გზით შემოვიდა. 77 666 ვიზიტორი საჰაერო გზით, სარკინიგზო გზა 872 ვიზიტორმა აირჩია, ხოლო საზღვაო – 658 ვიზიტორმა.

რაც შეეხება TOP ქვეყნებს, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, მონაცემები ასეთია: თურქეთი – 32 577 ვიზიტორი, რუსეთი – 23 424 ვიზიტორი, სომხეთი – 19 291 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) – 15 112 ვიზიტორი, ისრაელი – 12 029 ვიზიტორი, უკრაინა – 8 698 ვიზიტორი, აზერბაიჯანი – 8 064 ვიზიტორი, ყაზახეთი – 5 148 ვიზიტორი, საუდის არაბეთი – 4 573 ვიზიტორი, უზბეკეთი – 4 156 ვიზიტორი, ირანი – 2 945 ვიზიტორი, ბელარუსი – 2 748 ვიზიტორი, ფილიპინები – 2 169 ვიზიტორი, ინდოეთი – 2 163 ვიზიტორი, პოლონეთი – 1 919 ვიზიტორი.

დატოვე კომენტარი