2021 წელს შრომის ანაზღაურების ბიუჯეტი 60 მილიონითაა გაზრდილი, რაც ძირითადად, პოლიციისა და ჯარის გაზრდილ ხელფასებს მოხმარდება
2021 წელს შრომის ანაზღაურების ბიუჯეტი 60 მილიონითაა გაზრდილი, რაც ძირითადად, პოლიციისა და ჯარის გაზრდილ ხელფასებს მოხმარდება

2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, შრომის ანაზღაურების ბიუჯეტი გაზრდილია 60 მლნ და შეადგენს 1,614,671.1 ათას ლარს, რაც ძირითადად, პოლიციისა და ჯარის ხელფასების ანაზღაურებას მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, როგორც ცნობილია, პოლიციასა და ჯარში შრომის ანაზღაურების მატება მიმდინარე წელის შუა პერიოდში განხორციელდა და 2021 წელს გათვალისწინებული თანხა მოხმარდება მათი ხელფასების დაფარვას მთელი მომდევნო წლის განმავლობაში.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით სხვა უწყებებში საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის.