2021 წელს ენგურჰესის ხუთივე აგრეგატის მუშაობა დროებით გაჩერდება
2021 წელს ენგურჰესის ხუთივე აგრეგატის მუშაობა დროებით გაჩერდება

ენგურჰესზე სარემონტო სამუშაოების გადადება უკვე აღარ შეიძლება, – ამის შესახებ შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან მებონიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 2021 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით ენგურჰესის 15.5 კილომეტრი სიგრძის დერივაციულ გვირაბში, რომლის მეშვეობითაც აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი მიეწოდება, სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ამის გამო კი, საჭირო იქნება მისი დაშრობა და ხუთივე აგრეგატის გაჩერება, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

„საქმეში ჩართული ყველა ექსპერტი, ასევე სადგურში წლების განმავლობაში მომუშავე სპეციალისტები, აცხადებენ, რომ რემონტის გადადება უკვე აღარ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავარიის დროს სადგური ოთხ თვეზე მეტხანს გაჩერდება“, – განაცხადა „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

დატოვე კომენტარი