2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკებად გაერთიანება შესაძლებელი იქნება, თუმცა განსხვავებული ბარიერი დაწესდება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკებად გაერთიანება შესაძლებელი იქნება, თუმცა განსხვავებული ბარიერი დაწესდება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკებად გაერთიანება შესაძლებელი იქნება, თუმცა განსხვავებული ბარიერი დაწესდება.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განუცხადა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის რამდენიმე საათის წინ შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ბლოკების არსებობა შესაძლებელი იქნება იმ პირობით, რომ ბლოკებთან მიმართებაში განსხვავებული ბარიერი დაწესდება, ბარიერის რაოდენობა კი დამოკიდებული იქნება ბლოკებში გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების რაოდენობაზე.

„ანუ, თუ ბლოკში გაერთიანდება ორი პარტია, ბარიერი ორი პროცენტი იქნება, თუ შვიდი პარტია იქნება, ბარიერი შვიდი პროცენტი იქნება. ეს არის ბოლო შეხვედრის შემდეგ შეჯერებული პოზიცია, რაც ასახულია პროექტში“, – აღნიშნა კახიანმა.

რაც შეეხება საარჩევნო ოლქის საკითხს. კახიანის ცნობით, თბილისში შვიდი საარჩევნო ოლქის ნაცვლად, რვა ოლქი იქნება.

„ოპოზიციასთან საბოლოო კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ თბილისში რვა ოლქი იქნება და კახეთში სამის ნაცვლად, ორი,“- დასძინა კახიანმა.

დატოვე კომენტარი