2020 წლის მეორე ნახევრიდან კალენდარული აცრების ოთხ კომპონენტიანი ვაქცინით ჩანაცვლება იგეგმება
2020 წლის მეორე ნახევრიდან კალენდარული აცრების ოთხ კომპონენტიანი ვაქცინით ჩანაცვლება იგეგმება

2020 წლის მეორე ნახევრიდან კალენდარული აცრების ოთხ კომპონენტიანი ვაქცინით ჩანაცვლება იგეგმება. შესაბამისი ცვლილება 2020 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში შედის.

აღნიშნული ცვლილება ეხება 18 თვის და ხუთი წლის ასაკში ჩასატარებელ გეგმიურ აცრებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებით, ასევე, გათვალისწინებულია სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტების აცრა „ბ“ ჰეპატიტის წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე სავალდებულოდ უნდა იყვნენ აცრილი ამ დაავადების მიმართ.

დადგენილების პროექტი, დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.