2020 წლის ევროვიზიას ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს
2020 წლის ევროვიზიას ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს

2020 წლის ევროვიზიას ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირი ავრცელებს.

ნიდერლანდებმა საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის მასპინძლობის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც ისრაელში მაისში გამართული კონკურსის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლორენსი გახდა.

2020 წლის ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის ფინალი 16 მაისს გაიმართება, ნახევარფინალი კი, 12 და 14 მაისს. კონკურსის ორგანიზატორები ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლები და ევროპის მაუწყებელთა კავშირი არიან.

2020 წლის ევროვიზიის კონკურსის გამართვისთვის ნიდერლანდების ხუთი ქალაქი იბრძოდა. საბოლოოდ, არჩევანის გაკეთება ღონისძიების ორგანიზატორებს როტერდამსა და მაასტრიხტს შორის მოუწიათ.

2020 წლის მაისში როტერდამს ეწვევიან დელეგაციები 40-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

2020 წელს ნიდერლანდები ევროვიზიას მეხუთედ უმასპინძლებს.