2020 წლის ბიუჯეტის პროექტში დოლარის კურსი 2.98 ლარის ნიშნულზე ჩაიდო
2020 წლის ბიუჯეტის პროექტში დოლარის კურსი 2.98 ლარის ნიშნულზე ჩაიდო

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში დოლარის კურსი 2.98 ლარის ნიშნულზე ჩაიდო. დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს 27 სექტემბრის მდგომარეობით არსებული კურსია.

შესაბამისი კურსით ბიუჯეტის პროექტში სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობაა გამოთვლილი. ბიუჯეტის პროექტით, მომავალი წლის ბოლოს ვალი 22.68 მილიარდ ლარს მიაღწევს.

დოკუმენტში, ვალის გამოთვლისას, მითითებულია სხვა ვალუტების კურსებიც: 1 ევრო = 1.09 აშშ დოლარი; 1 SDR = 1.36 აშშ დოლარი; 10 ჩინური იუანი = 1.40 აშშ დოლარი; 100 იაპონური იენი = 0.93 აშშ დოლარი; 1 ქუვეითური დინარი = 3.2873 აშშ დოლარი.