2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით ევროკომისია იტალიის წინააღმდეგ დისციპლინურ მოქმედებას დაიწყებს
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით ევროკომისია იტალიის წინააღმდეგ დისციპლინურ მოქმედებას დაიწყებს

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით ევროკომისია იტალიის წინააღმდეგ დისციპლინურ მოქმედებას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ევროკავშირის მთავრობის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იტალიის მთავრობამ ბიუჯეტის კანონპროექტში ცვლილებების შეტანაზე უარი განაცხადა.

იტალიის ხელისუფლებამ ბიუჯეტის კანონპროექტი ევროკომისიას მეორედ 15 ნოემბერს გაუგზავნა, სადაც იგივე წინადადებები იყო წარდგენილი, რაც ევროკავშირმა ოქტომბერში დაიწუნა.

ევროკავშირი იტალიისგან 2019 წლის ბიუჯეტში ვალის შემცირების გეგმას ითხოვდა. ოფიციალურმა რომმა ახალ ბიუჯეტში სოციალური მომსახურების ხარჯებისა და დაბალი გადასახდების დაფინანსება სესხის გაზრდით გადაწყვიტა.

იტალიის საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით 131%-ია.