2019 წლის პირველი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებული იქნება, დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს
2019 წლის პირველი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებული იქნება, დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს

2019 წლის პირველი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებული ხდება, დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომელზეც უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის საკითხზე იმსჯელეს.

უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევას „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს.

სამუშაო შეხვედრაზე უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის პაკეტის მინიმალური ოდენობისა და შესაძლო ლიმიტების საკითხები განიხილეს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ბიზნეს გაერთიანებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნული მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრაში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის, ბიზნეს გაერთიანების, სადაზღვევო კომპანიებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.