2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ავტოავარიების შედეგად 113 ადამიანი დაიღუპა
2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ავტოავარიების შედეგად 113 ადამიანი დაიღუპა

2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 9 805 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 113ადამიანი დაიღუპა და 2 176 დაშავდა. მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, ავარიების ძირითადი მიზეზებია შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და დისტანციის დაუცველობა.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 8 775 ავარია მოხდა. დაღუპულთა რაოდენობამ გასულ წელსაც 113 ადამიანი შეადგინა.

შსს-ის ინფორმაციით, წელს, პირველ სამ კვარტალში ავტოავარიებში 337 ადამიანი დაიღუპა.

დატოვე კომენტარი