2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ავტოავარიების შედეგად 108 ადამიანი დაიღუპა
2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ავტოავარიების შედეგად 108 ადამიანი დაიღუპა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს მასშტაბით 1427 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგად 108 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 1929. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

უწყების მონაცემებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს შორის წამყვანია შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, დისტანციის დაუცველობა.

შემთხვევების დიდი ნაწილი – 850 ავარია მსუბუქი ავტომობილის მონაწილეობით მოხდა, 58 მოტოციკლის, 58 კი სატვირთო ავტომობილის. მოტოციკლის მონაწილეობით მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მეორე კვარტალში სამი ადამიანი დაიღუპა.

2018 წლის იგივე პერიოდში გზებზე მომხდარი 1302 შემთხვევის შედეგად, 116 ადამიანი დაიღუპა, 1779 დაშავდა.

დატოვე კომენტარი