2019 წლის „კოპა ამერიკაზე“ ყატარი და იაპონია ითამაშებენ
2019 წლის „კოპა ამერიკაზე“ ყატარი და იაპონია ითამაშებენ

2019 წლის კოპა ამერიკას საბოლოო შემადგენლობა დადგინდა. როგორც სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ფედერაციის პრეს-სამსახური იუწყება, ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 10 სამხრეთამერიკული ქვეყანა: არგენტინა, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, პარაგვაი, ურუგვაი, პერუ, ბოლივია, ვენესუელა და ეკვადორი.
ამ ათეულს დაემატება ორი მოწვეული ნაკრები აზიიდან – ყატარი და იაპონია.

„კოპა ამერიკა“ 2019 წლის ივნისში დაიწყება. ჩატარების ადგილია – ბრაზილია. ტურნირის მოქმედი ჩემპიონია ჩილეს ნაკრები.