2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ პირველი აგვისტოდან დაიწყება
2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ პირველი აგვისტოდან დაიწყება

2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ პირველი აგვისტოდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება, –  ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია.

2019 წლის გამოცდები პირველ ივლისს დაიწყო და 24 ივლისს დასრულდება. ბოლო გამოცდას მაგისტრობის მსურველები ჩააბარებენ. ხვალ, 23 ივლისს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება.