2019 წელს წიაღის სექტორში ექსპორტი გაიზარდა 
2019 წელს წიაღის სექტორში ექსპორტი გაიზარდა 

წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტზე გატანილი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება.

სააგენტოს ცნობით, გასულ წელს 651 606.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები და კონცენტრატები გავიდა ექსპორტზე, რაც 2018 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 150 000 დოლარით აღემატება. 21.2 პროცენტით არის გაზრდილი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტიც – 2019 წელს, წინა წელთან შედარებით 133 570.7 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა ქვეყნიდან.

რაც შეეხება ოქროს, წიაღის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 4.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. 2019 წელს 72 832 ათასი აშშ დოლარის ოქრო იყო ექსპორტირებული, 2018 წელს კი,  69.809.6 ათასი აშშ დოლარი.

დატოვე კომენტარი