2019 წელს საქართველოში ტვირთბრუნვა 42,3 მილიონ ტონამდე გაიზარდა
2019 წელს საქართველოში ტვირთბრუნვა 42,3 მილიონ ტონამდე გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წელს სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების ჯამური მოცულობა 2018 წელთან შედარებით 1,2 მილიონი ტონით 42,3 მილიონი ტონამდე გაიზარდა. ამასთანავე, საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ 17,2 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2,1 მილიონი ტონით მეტია 2018 წელთან შედარებით.

ამავე პერიოდში, რკინიგზამ 31,4 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, 0,3 მილიონი ტონით მეტი, ხოლო საავტომობილო ტვირთების მაჩვენებელი 25,5 მილიონი ტონიდან 24,9 მილიონ ტონამდე შემცირდა.

რაც შეეხება სამგზავრო გადაყვანებს, შარშან სხვადასხვა სახის ტრანსპორტი 412,2 მილიონი მგზავრს მოემსახურა (11 მილიონით მეტი 2018 წელთან შედარებით). ყველაზე მეტმა მგზავრმა საავტომობილო ტრანსპორტით ისარგებლა – 404 მილიონი, მომდევნოა სამოქალაქო ავიაცია – 5,2 მილიონი და რკინიგზა 3 მილიონი მგზავრი.