2019 წელს პოლიციამ 10 კილოგრამამდე ჰეროინი ამოიღო, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 275 პირი
2019 წელს პოლიციამ 10 კილოგრამამდე ჰეროინი ამოიღო, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 275 პირი

2019 წელს სამართალდამცველებმა 10 კილოგრამამდე ჰეროინი ამოიღეს და ნარკოდანაშაულისთვის 275 პირი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პოლიციის მიერ ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის გახსნილი ფაქტების შესახებ ისაუბრა.

„მინდა გაცნობოთ, რომ მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 10 კილოგრამამდე „ჰეროინი”, ერთი კილოგრამი და 200 გრამი „კოკაინი“, 650 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 1000 აბზე მეტი „ექსტაზი“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 100 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 275 პირი მისცა“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.