2019 წელს დევისის თასზე 20 მილიონი ევრო გათამაშდება
2019 წელს დევისის თასზე 20 მილიონი ევრო გათამაშდება

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, დევიდ ჰაგერტიმ დაწვრილებით ისაუბრა დევისის თასის რეფორმაზე. ტურნირმა მიიღო სახელწოდება – „მსოფლიოს თასი ჩოგბურთში“, ხოლო მისი საპრიზო ფონდი 20 მილიონი ევრო იქნება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა. ჩოგბურთელები დაინტერესებულნი არიან და სურთ წარადგინონ თავიანთი ქვეყანა კორტზე, მაგრამ საჩოგბურთო ტურის კალენდარი ძალიან გადატვირთულია. ტურნირი მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდება და ამგვარი თანხა მოიზიდავს ჩოგბურთელებს. რაფაელ ნადალმა უკვე თქვა, რომ დევისის თასის რეფორმა კარგია. გარდა ამისა, ნოვაკ ჯოკოვიჩი ყოველთვის მოხარული იყო სერბეთის რიგებში თამაშით“, – განაცხადა ესპანურ გაზეთ El Pais-თან ინტერვიუში ჰაგერტიმ.

დატოვე კომენტარი