2019 აფრიკის თასის მასპინძლები ქვეყნის ვინაობა 9 იანვარს გახდება ცნობილი
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა ახმად ახმადმა განაცხადა, რომ ქვეყანის ვინაობა სადაც აფრიკის თასის გათამაშება გაიმართება, 9 იანვარს გახდება ცნობილი.
„ცოტა ხნით ადრე მომავალი წლის ზაფხულის გათამაშების ჩატარება კამერუნს ჩამოერთვა, რადგან მათ მათზე დაკისრებული მოვალეობები ვერ შეასრულეს. 14 დეკემბერს გათამაშების ჩატარების მსურველთა განაცხადების შემოტანა სრულდება. 25 დეკემბერს იმ ქვეყნების სიას გამოვაქვეყნებთ, ვისგანაც შემდეგ მასპინძელს ავირჩევთ. CAF-ს აღმასკომი 9 დეკემბერს დაკარში შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მიიღებს,“ – ციტირებს AFP ახმადს.