აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტმა ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტმა ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ვერდიქტი გამოიტანა აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციის (CAF) პრეზიდენტის აჰმად აჰმადის საქმეზე.

ეთიკის დამოუკიდებელი კომიტეტის სასამართლო პალატამ ფუნქციონერი დამნაშავედ სცნო ფიფას ეთიკის მე-15 (ერთგულების ფიცი), მე-20 (საჩუქრების შეთავაზება და მიღება), 25-ე (სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) და 28-ე (თანხის უკანოო მითვისება) მუხლების დარღვევაში.

60 წლის აჰმად აჰმადი ხუთი წლით ჩამოაშორეს საფეხბურთო მოღვაწეობას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მას მოუწევს 200 ათასი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის ჯარიმის გადახდა.

აჰმადს აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტის პოსტი 2017 წლის მარტიდან ეკავა. ის, აგრეთვე, ფიფას ვიცე-პრეზიდენტია.