პარიზში „ფიფას“ (FIFA) ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს
პარიზში „ფიფას“ (FIFA) ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

„ფიფას“ (FIFA) ვიცე-პრეზიდენტი და აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CAF) პრეზიდენტი აჰმად აჰმადი პარიზში დააკავეს, – იტყობინება სააგენტო „ეი-პი“ (AP). ფუნქციონერი დააპატიმრეს და კორუფციული გამოძიების ფარგლებში დასაკითხად პოლიციაში მიიყვანეს.

დაკავება მოხდა ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის სტარტიდან ერთი დღით ადრე. „ფიფას“ არ გააჩნია ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ, რადგან ამ საქმისა და დაპატიმრების ინიციატორი ფრანგული პოლიციაა. თავად აჰმადი პარიზში „ფიფას“ კონგრესზე დასასწრებად იყო ჩასული.

უფრო ადრე, აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ამირ ფაჰმიმ, აჰმადი ასობით მილიონი დოლარის არამიზნობრივად ხარჯვაში დაადანაშაულა, რომელიც კონფედერაციას სპონსორებმა გამოუყვეს.