2019-2021 წლებში ევროკავშირი და ევროპის საბჭო საქართველოში ორ პროექტს განახორციელებენ, რომელთა ჯამური დაფინანსება 2.2 მილიონი ევროა
2019-2021 წლებში ევროკავშირი და ევროპის საბჭო საქართველოში ორ პროექტს განახორციელებენ, რომელთა ჯამური დაფინანსება 2.2 მილიონი ევროა

2019-2021 წლებში ევროკავშირი და ევროპის საბჭო საქართველოში ორ პროექტს განახორციელებენ, რომელთა ჯამური დაფინანსება 2.2 მილიონი ევროა.

როგორც საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ განაცხადა, ეს პროექტები საქართველოს კორუფციის, ფულის ე.წ. გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. ასევე ხელს შეუწყობს სასამართლო რეფორმის განხორციელებასა და მეტად ეფექტიანი სასამართლო სისტემის შექმნას.

მისივე თქმით, პროექტები „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ხორციელდება.

„ადგილობრივ პროექტებთან ერთად, საქართველო ასევე ჩართულია ოთხ რეგიონულ პროექტში, რომელთა ბიუჯეტი 2.4 მილიონი ევროა. ეს არის მმართველი კომიტეტის სხდომა. ევროსაბჭო და ევროკავშირი ერთად ვიკრიბებით, რომ ვისაუბროთ ამ პროექტებსა და თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებზე.

ეს არის სამწლიანი პროგრამა, რომელიც მიმართული იქნება როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე. ეროვნული დონეზე პროექტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის სასამართლო, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე მართლმსაჯულების, კერძოდ – სიახლის სამართლის მიმართულებით გასახორციელებელი პროექტები. რაც შეეხება რეგიონულ პროექტებს, სადაც ასევე საქართველოც იქნება ჩართული, ეს მოიცავს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით ევროპულ სტანდარტთან დაახლოებას“, – განაცხადა ურსემ.

ევროკავშირი და ევროსაბჭოს თანამშრომლობით „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ პირველი ფაზა 2015 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდა. მეორე ფაზის დაწყება კი მიმდინარე წლის ნოემბერშია დაგეგმილი და 2021 წლამდე გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი