2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი 18 ივნისს დაიწყება

12:11, 08.06.2018

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი 18 ივნისს დაიწყება. კვლევას ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით სამი ორგანიზაცია ჩაატარებს.

რვა სატელევიზიო არხის მონიტორინგს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განახორციელებს, 11 რადიოს “ინტერნიუსი საქარველო” დააკვირდება, ბეჭდური და ონლაინმედიის კვლევას კი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

კვლევის მეთოდოლოგიისა და პროექტის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. მონიტორინგის დასრულების თარიღი ამ დროისთვის უცნობია და არჩევნების თარიღის გამოცხადებაზე იქნება დამოკიდებული.

პრეზენტაციას მედიის წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი დოროტა დლოუხი-სულიგა და გაერო-ს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მიმართულების ხელმძღვანელი გიგი ბრეგაძე ესწრებიან.

მსგავსი