2018 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა
2018 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 96,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 22 ათასი ტონით მეტია თებერვლის მაჩვენებელზე.

გასულ თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა 48,0 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 48,7 ათასი ტონა შეადგინა.

მიმდინარე წლის I კვარტლის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა სულ 242,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 52,4 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 127,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 114,5 ათასი ტონა.

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის მარტში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 29,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 21 ათასი ტონა (21,7%); თურქმენეთი – 19,2 ათასი ტონა (19,9%); აზერბაიჯანი – 12,3 ათასი ტონა (12,7%); ბულგარეთი – 9,7 ათასი ტონა (10,0%); საბერძნეთი – 5,1 ათასი ტონა (5,3%).

2018 წლის პირველ კვარტალში კი ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა ისევ რუსეთიდან განხორციელდა – 84,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 34,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 58 ათასი ტონა (23,9%), თურქმენეთი – 39,3 ათასი ტონა (16,2%); აზერბაიჯანი – 30,6 ათასი ტონა (12,6%); ბულგარეთი – 18,2 ათასი ტონა (7,5%); საბერძნეთი – 11,8 ათასი ტონა (4,9%).