2018 წლის მუნდიალის მონაწილე ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი დასახელდა
2018 წლის მუნდიალის მონაწილე ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი დასახელდა

ცნობილმა ინტერნეტპორტალმა Transfermarkt-მა შეისწავლა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის პოტენციური მონაწილეების სატრანსფერო ღირებულებები და დაასახელა მომავალი ტურნირის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი. ეს არის ბრაზილიის ნაკრები, რომლის მოთამაშეთა საერთო ღირებულება 671.5 მილიონ ევროს შეადგენს.

მეორე ადგილზე გავიდა ესპანეთის ნაკრები, რომელიც 643.5 ევროდ შეაფასეს. მესამე ადგილს იყოფენ საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებები – 635.5 ევრო.