2018 წლის იანვარში პალესტინის პრეზიდენტი ბრიუსელს ეწვევა
2018 წლის იანვარში პალესტინის პრეზიდენტი ბრიუსელს ეწვევა

2018 წლის იანვარში პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ბრიუსელს ეწვევა.

პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში და ევროპულ საბჭოში.

ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ მათ მოუსმინეს გასულ კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრს და იანვარში პალესტინის პრეზიდენტს მიიღებენ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ დღეს ლიდერები დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე იმსჯელებენ.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები გადაწყვეტენ მივიღოთ თუ არა განცხადება ან სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში დავაფიქსიროთ თუ არა პოზიცია. როგორც არ უნდა იყოს, ამ ორგანიზაციის მოსაზრება ნათელია და მკაფიო. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპს ალტერნატივა არ აქვს. იერუსალიმი არის ისრაელისა და პალესტინის დედაქალაქი. ეს არის ევროკავშირის კონსოლიდირებული პოზიცია და ეს მიდგომა არ შეიცვლება“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.