2018 წლიდან დღემდე, სხვადასხვა ქვეყნებიდან რეადმისიის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს 5607 მოქალაქე გამოაძევეს
2018 წლიდან დღემდე, სხვადასხვა ქვეყნებიდან რეადმისიის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს 5607 მოქალაქე გამოაძევეს

2018 წლიდან დღემდე, სხვადასხვა ქვეყნებიდან რეადმისიის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს 5607 მოქალაქის გამოძევება მოხდა.

საქართველოს პირველმა არხმა აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. მხოლოდ 2018 წლის განმავლობაში, საქართველოს 4566 მოქალაქე გამოაძევეს. მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით კი 1041.

რაც შეეხება მადეპორტირებელ ქვეყნებს, ლიდერობენ თურქეთი, ისრაელი და გერმანია. თურქეთიდან 2018 წლის განმავლობაში 1788 მოქალაქე გამოაძევეს, ხოლო 2019 წლის მარტის ჩათვლით – 293. ისრაელიდან 2018 წელს 813 მოქალაქის დეპორტი მოხდა, 2019 წლის მარტის ჩათვლით კი – 241. გერმანიიდან კი 2018 წლის განმავლობაში ქვეყანა დაატოვებინეს საქართველოს 531 მოქალაქეს, 2019 წლის მარტის ჩათვლით კი – 176 ადამიანი.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს – 2018 წელს საფრანგეთიდან 273 პირი გამოაძევეს, 2019 წელს კი – 57; რუსეთიდან 2018 წელს – 209, 2019 წელს – 33; ავსტრიიდან 2018 წელს – 166, 2019 წელს – 33; ბელგიიდან 2018 წელს 108, 2019 წელს -22; შვედეთიდან 2018 წელს – 102, 2019 წელს – 22 და ა.შ.

საქართველოს მოქალაქეების ყველაზე ნაკლები დეპორტაცია 2018 წელს აშშ-დან (9 შემთხვევა), ესტონეთიდან (8), ლუქსემბურგიდან (7), კუვეითიდან (5), ლიეტუვადან (4), ირლანდიიდან(2), ლიხტნშტეინიდან(2), მექსიკიდან(2), პორტუგალიიდან (2), კუბადან(1), სლოვაკეთიდან(1), უნგრეთიდან(1), ყირგიზეთიდან(1). ამ ქვეყნებიდან მიმდინარე წლის მარტამდეც საქართველოს მოქალაქეობის დეპორტაციის იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა.

დატოვე კომენტარი